ჰელსინკის კომისიის მოთხოვნა

31 ივლისი 2024, 18:06 513 ნახვა

ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ხელს კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, მედია ავრცელებს. „ჩვენ ამ წერილს გწერთ, რათა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უფრო სასწრაფო და გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოგიწოდოთ.

ჩვენ მივესალმებით თქვენ მიერ ბოლოდროინდელ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და გვჯერა, რომ ეს თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯია.

თუმცა, ადგილზე განვითარებული მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად სასწრაფოდ მეტის გაკეთებაა საჭირო“, - წერენ კონგრესმენები. კომისიის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დრო დადგა. ასევე, ჰელსინკის კომისია სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ იმოქმედოს. კონგრესმენების განცხადებით, კონგრესი მხარდაჭერისთვის მზად არის.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში