შავი ზღვისპირეთი და მუსიკალური დღესასწაული - ტრადიცია არც წელს დაირღვა. ბათუმმა უკვე 17-ედ უმასპინძლა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს. დატვირთული სამი დღე ბათუმის კორტებზე და მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები. ფესტივალის ბოლო დღეს სცენა ჯექსონებმა დაიკავეს - მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა ოჯახმა.
ჯექსონების საოცარ შოუზე გაჟღერდა ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კონცერტი საქართველოში პოპის მეფედ წოდებული მაიკლ ჯექსონის გარეშე გაიმართა, თუმცა მაყურებელმა მის ხსოვნას პატივი მიაგო და იმ ვიდეო კადრებით, რომელიც კონცერტის პარალელურად მონიტორზე მიმდინარეობდა როგორც თავად ამბობენ, აჩენდა განაცხდს, რომ ისინი წლების წინანდელ ჯექსონ ფაივს უსმენდნენ.