ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით სპექტაკლ "იავნანამ რა ჰქმნა"-თი გახსნის.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 26 ივლისს დაიწყო და პირველ აგვისტოს დასრულდება.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამსახიობო გუნდი ფოთში დღეს გაემგზავრა.