„ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ წარადგინა კვლევა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, მის ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაა მესამე სექტორში.