ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში ნაქსოვი თოჯინები გამოიფინა. ხელოვანმა გულო სვანიძემ თავისი ხელით შექმნილი 100-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. დამთვალიერებელს, პარალელურად, სხვადასხვა დროს გამართული გამოფენის ამსახველი ფოტომასალის ნახვის საშუალებაც ჰქონდა. ხელოვანმა თავისი კოლექცია ცნობილი სახეების პროტოტიპი თოჯინებით გაამდიდრა. ღონისძიებას ბათუმმა მეოთხედ უმასპინძლა.