ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე

26 ივლისი 2024, 13:32 305 ნახვა

ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კონკრეტულ პირთა გამოკითხვები გრძელდება.

ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოსაკითხად კიდევ ერთი პირი, მაგომედ იჟიევი მივიდა. ის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში