ქედაში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლოა მიწა დაუმუშავებელი დარჩეს. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ე.წ. ხვნის ბარათების პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი სპეციალური ტექნიკის დაქირავებას ვერ ახერხებენ, ხოლო ვისაც კულტივატორი აქვს, საწვავის შეძენა უჭირს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოსახლეობას ამ ეტაპზე, ხვნასთან დაკავშირებით ალტერნატიულს ვერაფერს სთავაზობს.