ახალი სპორტკომპლექსი ძველის სანაცვლოდ

04 აპრილი 2017, 00:00 3284 ნახვა

ე.წ. ''ბასკოს'' და მის მიმდებარედ არსებული სასპორტო კომპლექსის სანაცვლოდ აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ახალ სასპორტო ბაზას ააშენებს. თუმცა უცნობია ზუსტი თარიღი როდის დაიწყება მშენებლობა. დღეს უწყებამ პროექტის პრეზენტაცია მოაწყო და სპორტული ფედერაციების წარმომადგენელბთან ერთად განიხილა, მათ მცირე შენიშვნები ჰქონდათ. ”ბასკო” და იქვე არსებული შენობები შპს “ორბი ჯგუფს” გასული წლის ბოლოს გადაეცა, აქ კომპანია სასტუმრო და გასართობი კომპლესის მოწყობას გეგმავს. რასაც პროტესტი მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოებაში. მოგვიანებით აჭარის ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ე.წ. ბასკოს შენობა არ დაინგრევა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში