მრჩეველთა საბჭოს წლიური ანგარიში

04 აპრილი 2017, 00:00 3021 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ საჯარო განხილვების ფორმატში იმსჯელებენ. ეს გადაწყვეტილება  ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს. იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტში აუდიტის ანგარიშია წარდგენილი კანონმდებლებმა წამყვან კომისიად საფინანსო-საბიუჯეტო კომისია განსაზღვრეს, რომელმაც საჯარო განხილვების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს. საკითხზე ასევე უნდა იმსჯელონ ადამიანის უფლებათა, იურიდიულმა და განათლების კომისიებმა. დეპუტატების თქმით, პროცედურულად არ არის აუცილებელი ანგარიში პლენარულ სხდომაზე განიხილონ, თუმცა ამის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ. როდის გაიმართება განხილვები უცნობია, აცხადებენ, რომ, ყოველწლიური ანგარიშის განხილვის ვადები რეგლამენტით განსაზღვრული არ არის.  მრჩეველთა საბჭოს მიერ წარდგენილი დოკუმენტი  უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს დღეს არ შეუფასებიათ, რადგან განაცხადეს, რომ ანგარიშს ჯერ არ გაეცნობიან. მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში უმაღლეს საბჭოში 31 მარტს შევიდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი