სუსში დაწყებულ გამოძიებაზე პირველი შეფასება მოვისმინეთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან.
ირაკლი კობახიძემ სლოვაკეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ინციდენტები გაიხსენა და თქვა, რომ გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები საქართველოშიც აქტუალურია.