რეზო ხარაზის განცხადება

24 ივლისი 2024, 14:05 474 ნახვა

ერთობა-ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების გამდიდრებასა და სახელმწიფო ქონების მიტაცებაზე საუბრობს. დღეს ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა გონიოს სანაპიროზე განცხადება გააკეთა. ამბობს, რომ პლაჟთან ახლოს მშენებარე სახლები მმართველი პარტიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ეკუთვნის და  აინტერესებს როგორ გამდიდრდნენ ისინი.

ოპოზიციის კითხვის მთავარი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ხარაზი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტატისტიკის, ემიგრაციაში წამსვლელთა და თურქეთში საკვები პროდუქტის შესაძენად ყოველდღიურად გადასული ადამიანების რაოდენობის ზრდას ახსენებს.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ამტკიცებს, რომ გონიოს სანაპიროც კი კარგად აჩვენებს, რომ ერთ მხარეს კორუფციით გამდიდრებული ქართული ოცნების ჩინოვნიკები დგანან, მეორე მხარეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა სოციალურად დაუცველი მოსახლეობით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში