დემოკრატები გაიმარჯვებენ თუ რესპუბლიკელები, ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება უკრაინაში, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ურთიერთობების გადატვირთვა აპრიორი დამოკიდებული არ არის რესპუბლიკელების გამარჯვებაზე.
„დემოკრატები თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი, რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ანუ, აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დაფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი და იმედები. ორივე შემთხვევაში, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში, შეიძლება უფრო ადრეც, დასრულდება ომი უკრაინაში, დამშვიდდება ვითარება და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ასეთ შემთხვევაში ვიხილავთ აბსოლუტურად სამართლიან დამოკიდებულებას და არა ისეთს, როგორსაც ვხედავდით გასული სამი-ოთხი განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხარო იყო. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში, შეიძლება, ექვს თვეშიც, დაიწყება არსებითად, თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.