სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

23 ივლისი 2024, 13:58 211 ნახვა

სპეციალური ოპერაციების სარდლობის  სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა. იგი რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკას, სპეციალისტების მომზადებას, დაგეგმვის პროცესსა და შემაჯამებელ სწავლებას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებაც გაიარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში