მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.
ამასთან აცხადებენ, რომ სავარაუდო ფიგურანტები ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობდა.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ტოტალური კონტროლის მცდელობის დაწესება და მორიგი სიყალბეა.