გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორდღიანი გასტროლი ბათუმში დასრულდა.
მეორე საგასტროლო დღეს დასმა ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე „ოთარაანთ ქვრივი“ ითამაშა.
ერთ მოქმედებიან დრამას მაყურებელი განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი თენაძე.