თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
გუშინდელი განჩინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა სავარაუდოდ კონკურსის სხვა მონაწილის, მოსარჩელე მ. კ.-ს შუამდგომლობა, რის გამოც საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა.
მ.კ ითხოვს 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემას, კერძოდ, პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალებას.