ენმ  არამიზნობრივ  ხარჯვაზე  საუბრობს 

04 აპრილი 2017, 00:00 3574 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადება. მერაბ ცინცაბაძე ბიუჯეტის ცვლილებისას გამგეობის დაქვემდებარებაში აიპიების ბალანსზე არსებული ავტომანქანების მოვლა-შენახვისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრიობაზე საუბრობს. როგორც ამბობს, ახალი ნაგავმზიდის შენახვისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი. ცინცაბაძე კორუფციის ნიშნებზე საუბრობს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს საკითხით დაინტერესდეს. ბრალდებას გამგებლის მოადგილე გამოეხმაურა. მალხაზ რომანაძის განმარტებით, თანხები საჭიროების მიხედვით ნაწილდება, რაც შეეხება ნაგავზმიდს, მისთვის არა 100, არამედ 16 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი