პატრიოტთა ალიანსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს წინ შეიკრიბნენ. საქმე ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ 2021 წლის, კონსტიტუციურ სარჩელს, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
პოლიტიკური პარტია აპროტესტებს ცესკოში წევრის დანიშვნის უფლების შეეზღუდვას. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საქმეს მესამე წელია გაიხილავენ. თუმცა გადაწყვეტილება სათათბირო ორგანოს არ გამოაქვს. პარტიაში ფირობენ, რომ ეს ფაქტი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პარტიებს და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის წინასაარჩევნოდ.