„ბახმაროში "მთის დღეები" მიმდინარეობს. ადგილობრივები სტუმრებს ტრადიციულ კერძებსა და კულტურას აცნობენ. ფესტივალი ყველა ასაკზეა მორგებული - გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, იმართება საბავშვო გასართობი ღონისძიებები, საღამოს კი კონცერტი დაასრულებს. ტრადიციულად, აინთება კოცონიც, სადაც ადგილობრივები ტურისტებს ლეგენდებსა და მითებს მოუყვებიან.