მოსახლეობასთან   შეხვედრა 

04 აპრილი 2017, 00:00 3523 ნახვა

პროდუქციის რეალიზაცია, დაავადებული კარტოფილი და   მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაცია,- პრობლემებზე ხულოს მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე გაამახვილეს ყურადღება. ლაშა კომახიძე ადგილობრივებს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიასთან ერთად, სამინისტროს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია სანერგე მეურნეობის განვითარება, მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება, ლოჯისტიკური ცენტრების და დამატებით კიდევ ერთი სასაკლაოს გახსნა. წელს სამინისტროს ბიუჯეტი 9 მლნ 165 520 ლარია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი