საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 20 ივლისს ზაფხულის სერიის ბოლო მატჩს გამართავს.
''ბორჯღალოსნებს'' მომდევნო თამაში სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებთან ელით. შეხვედრა ხვალ ''ალიანს სთედიუმზე'' თბილისის დროით 09:45 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია ''იმედი'' და ''რაგბი ტვ'' შემოგთავაზებთ.
საქართველო ავსტრალიასთან ისტორიაში მესამედ და მსოფლიოს თასის მიღმა პირველად ითამაშებს.