საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ჩავა. ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც საგარეო უწყების ინფორმაციით, ინვესტიციების ხელშეწყობასა და ურთიერთდაცვას ეხება. მოგვიანებით კი ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო მედიისთვის გააკეთებენ განცხადებებსაც.