პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში დარეგისტრირდა

18 ივლისი 2024, 18:05 424 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის „ შესახებ კანონთან დაკავშირებით განხილვაში მიიღო.  კონსტიტუციური სარჩელი უკვე დარეგისტრირდა, მას პლენუმი განიხილავს. მოსამართლე კი ხვიჩა კიკილაშვილი იქნება. 

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად მიმართა. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი 15 ივლისს შეიტანეს.  სალომე ზურაბიშვილი სარჩელით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში