„ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში''

18 ივლისი 2024, 14:05 732 ნახვა

ხვალ ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამა 18 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება.

ფესტივალის მთავარი შემსრულებლები იქნებიან „მგზავრები“, “რეგიონი”, თიკა ბალანჩინი და “ნიუ ვან”, კახაბერი და ხანუმები.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია დრამებისა და ფრანების შოუ, კოსტუმირებული მსვლელობა და თოჯინების თეატრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში