ცვლილება ზოგადი განათლების საფეხურებში

18 ივლისი 2024, 14:08 665 ნახვა

მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ. მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი 6 წელი, საბაზო 4 წელი და საშუალო 2 წელი.

განათლებისა სამინისტროს ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ, ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო “შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან.

სამინისტრო ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება, ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში