პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა

18 ივლისი 2024, 13:34 406 ნახვა
 

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილია. გაბიტაშვილის კანდიდატურას პარლამენტმა კენჭი უყარა და 80 ხმით დაამტკიცა. ის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნა.

კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გაიმართა.

საპროკურორო საბჭოს წარდგენილ კანდიდატს მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში