იურიდიული კომიტეტის სხდომა უმაღლეს საბჭოში

18 ივლისი 2024, 11:15 466 ნახვა

ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭო ერთი მოსმენით არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებებს განახორციელებს. ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს.

მომხსენებელი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე იყო. დავით გაბაიძის განმარტებით  აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კოდექსი პარლამენტის შესაბამის კანონთან თანხვედრაში მოჰყავთ, ვინაიდან ორივე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ერთდროულად ტარდება. მისი თქმით, ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია, თუმცა მნიშვნელოვანია ის მუხლი, რომელიც მანდატების განაწილების წესს ეხება.

სწორედ ამ მუხლთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნები ოპოზიციას. ისინი აცხადებენ, რომ დარჩება გაუნაწილებელი მანდატები, რასაც ქართული ოცნება მიითვისებს, გაბაიძე კი ირწმუნება, რომ ამ ცვლილებით უმაღლეს საბჭოსაც იგივე წესი ექნება, რაც საქართველოს პარლამენტს.

კიდევ ერთი ცვლილება დელეგატის ცნებას ეხება. ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პარტიებს ეძლევათ უფლება ჰყავდეთ ისინი ან პირიქით.

როგორც ამბობს, ეს ხელს არ უშლის არჩვენების პროპორციული სისტემით ჩატარებას, რაც ქართულ საარჩევნო რეალობაში პირველი შემთხვევააა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში