ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა „საამაყო ბათუმელის გზა პირველ კოსმოსურ ობიექტამდე - ელგუჯა მეძმარიაშვილის ისტორია“ გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 1999 წლის 23 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის-რეფლექტორის, ორბიტაზე გატანისა და მისი წარმატებული გამოცდის ამსახველი ფოტომასალა.
ასევე გამოფენის პარალელურად მეძმარიაშვილის საექსპოზიციო კუთხეში ახალი ექსპონატის ალექსანდრე აბუსელიძის მიერ ასანთის ღერებისგან აგებული კოსმოსური ხომალდის პრეზენტაცია გაიმართა.