ურთიერთბრალდებები და გამოძიება

03 აპრილი 2017, 00:00 2342 ნახვა

ქობულეთის  ''სანდასუფთავების''  სამსახურში დაკარგულ ნივთებზე ქურდობის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სამსახურის დირექტორის თქმით,  ნივთები ყოფილმა ხელმძღვანელმა უკვე დააბრუნა და სამართალწარმოება შეწყდა. ბლადაძემ სამართალდამცავ ორგანოებს მას შემდეგ მიმართა, რაც აღმოაჩინა, რომ  დაახლოებით 2 ათას 500 ლარის  ღირებულების  ნივთები იყო  დაკარგული.

რაულ ჩელებაძე კი ამბობს, რომ ინვენტარი მას არ დაუბრუნებია, მის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკა  სამსახურის საწყობის ყოფილმა გამგემ - ჯონი რომანაძემ  სანდასუფთავების სამსახურის კოორდინატორს ჯემალ ჯაშს ჩააბარა. დოკუმენტის მიხედვით ინვენტარი შესაკეთებლად ხელოსანთან იყო გატანილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი