ერთიან ეროვნულ გამოცდებში დღეიდან მაგისტრანტობის მსურველებიც ჩაერთნენ, საერთო სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერას მოიცავს, ხვალ კი მეორე გამოცდის ჩაბარება აპლიკანტებს ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში მოუწევთ და ამით დასრულდება სამაგისტრო პროგრამის მიმდინარე წლის გამოცდები.
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია რეგისტრირებული.