ორი თვე გადის, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა მუქარა გაავრცელა, ეს არცერთ დონორს არ დაუგმია, ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა - „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი

14 ივლისი 2024, 13:58 689 ნახვა

უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ წერს .

როგორც გვერდის, განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოწოდება, დღემდე არც ერთ დონორს დაუგმია.

„უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა.დღემდე არც ერთ დონორს დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს. ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა.“- წერს Facebook გვერდი „სინამდვილეში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი