პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
აზრა ზეია საკუთარ გზავნილებში საუბრობს ე.წ. "აგენტების კანონზე", რომ ის აზიანებს ქართველ ხალხს და, ასევე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას "მტრის ინტერესების მსახურებას" უწოდებს.
იგი "საგანგაშოს" უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობასა და დაშინებას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ასევე აღნიშნავს, რომ "აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს", თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ მომავალ არჩევნებზე პარტნიორები უზრუნველყოფენ "ნამდვილ, კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს".
აშშ-ის სახელმწიფო სახელმწიფო მდივნის კრიტიკული გზავნილებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოში - "ქართულ ოცნებაში" არ იზიარებენ უზრა ზეიას შეშფოთებას და აცხადებენ, რომ ქვეყანას დღეს ბევრად განვითარებული დემოკრატია აქვს და ყველა მიმართულებით უფრო ძლიერი და ევროპულია, რასაც პარტნიორების მხრიდან ობიექტური შეფასება სჭირდება.
ოპოზიციაში კი კვლავ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.