კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კონკურსშ 5 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან რეკომენდაცია ორს გაეწია. საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს.