მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

13 ივლისი 2024, 10:56 741 ნახვა

მოსკოვის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დასახლება აპრაკსინოს სიახლოვეს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე, მხოლოდ, ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. სამივე მათგანი დაიღუპა.

როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი გეგმური რემონტის შემდეგ ლუხოვიცის აეროპორტიდან ვნუკოვოში გადაჰყავდათ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე ეკიპაჟმა დახმარება მოითხოვა და ავარიული დაშვებისთვის მზადება დაიწყო. ამის შემდეგ, თვითმფრინავმა რამდენიმე წრე დაარტყა ჰაერში, რის შემდეგაც ჩამოვარდა.

ჩამოვარდნილი ავიალაინერი 2014 წელს გამოუშვეს და ის კომპანია „გაზპრომ ავიას“ კუთვნილებაში იყო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი