საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირის ვალდებულება დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ურყევი რჩება.
საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით „ევროპული სამშვიდობო ფონდი“ საქართველოსთვის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს.