ტურისტების მოსაზიდად და ტურიზმის განვითარებისთვის აიგო შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი ბლექსი არენა, რომელიც 10 ათასამდე სტუმრის და მსოფლიო დონის ვარსკვლავების მიღებას შეძლებს. ეს ერთადერთი ობიექტია, სადაც ამ ოდენობის მაყურებლის ერთ დახურულ თუ ღია სივრცეში მოქცევაა შესაძლებელი. საკონცერტო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. მშენებლობაზე 200 მილიონ ლარზე მეტი ფონდმა `ქართუმ” დახარჯა. ობიექტი ამიერკავკასიაში სიდიდით და ტექნიკური შესაძლებლობებით პირველია. კიდევ რით არის შენობა განსაკუთრებული?