საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა დღეს მიხეილ სააკაშვილმაც. მოახლოებულ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის გეგმებსა და საყოველთაო მობილიზებაზე სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში მალე საზოგადოება უფრო მეტ ახალ სახეებს იხილავს და აცხადებს, რომ საარჩევნო სია ძირითადად ახალი ხალხით დაკომპლექტდება.
სააკაშვილის თქმით, თუ პოლიტიკური პარტიების ერთობა ვერ ხერხდება, მაშინ ენმ-მ უნდა შეძლოს საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ინდივიდებთან ერთობა.