კიევში რუსების სამიზნე ბავშვთა საამადმყოფო იყო

08 ივლისი 2024, 14:03 358 ნახვა

რუსმა სამხედროებმა დილით კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს. კასპიის ზღვის აკვატორიიდან ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა გაუშვეს, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

თავდასხმის მიზნით ასევე გამოიყენა ბალისტიკური რაკეტებიც. კიევის რაიონული ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის სამ რაიონში ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. კიევის მერის ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში არიან დაშავებულები. ასევე აფეთქებების ხმები ისმოდა კრივოი როგის ოლქში და უკრაინის ცენტრალური ნაწილის სხვა რეგიონებში.

ღამით უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა რუსეთიდან გამოშვებული 6 რაკეტა ჩამოაგდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში