საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
"მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.