გაქირავებული ბინები და უკან მეწყერსაშიშ ზონაში

02 აპრილი 2017, 00:00 2929 ნახვა

ეკომიგრანტების თემა, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობის მიუხედავად კვლავ პრობლემად რჩება. ოჯახები, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, და რომლებსაც აჭარის ეკონომიკის სამინისტრო “საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით “ ეხმარება, და 25 ათას ლარს სთავაზობს, ზოგ შემთხვევაში კი სახლს ყიდულობს, გამოსავალი არ აღმოჩნდა. რადგან სოციალურ სახლში მიღებულ ბინებს ოჯახები, ან ყიდიან, ან ქირით დროებით ასხვისებენ, თავად კი ისევ ძველ საცხოვრებელს უბრუნდებიან, სადაც მათი სიცოცხლის გარანტი არავინაა. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების გარეშე ამ ოჯახების მხოლოდ ბინებით დაკმაყოფილება გამოსავალი არ არის, სწორედ ამიტომ ვერ აღმოჩნდა სახელმწიფო პროგრამები არაეფექტური. ამ ეტაპზე ქვეყანაში 20 ათასი ოჯახი საჭიროებს განსახლებას. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი