ირაკლი კობახიძე კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომელთაც მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

07 ივლისი 2024, 20:53 391 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინის დედაქალაქ, კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა. ბავშვები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა, მათ მთავრობის მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ, დაუდასტურა და ვახშამზე უმასპინძლა.

სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის, ორი კვირის განმავლობაში, მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია  დაგეგმილი. მათთვის, ასევე,  მოეწყობა ექსკურსიები.

საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადის სტუმრები, ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იყვნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი