დასავლეთ უკრაინაში ნავთობის გადამზიდ ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბავშვი.
სამედიცინო პერსონალის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გადარჩა, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობის კურსი უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და მაშველები, რომელთაც ცხედრების ამოსაყვანად ავტომობილების გაჭრა მოუწიათ.