ამ ადამიანების ბულინგი უზნეობაა, - ასე აფასებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე ბულინგის კამპანიას.
„მადლიერება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას ითვალისწინებს და ბულინგი ამ ადამიანებზე არის უზნეობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და სამწუხაროდ, ახასიათებთ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, გარკვეულ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებული არიან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების გარშემო. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ფონდ „ქართუსგან“ ეროვნული ნაკრების წევრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო. ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში ბულინგის მცდელობის კამპანია მოჰყვა.