გენერალური პროკურორის შესარჩევი პროცესი

05 ივლისი 2024, 14:13 320 ნახვა

ვინ გახდება გენერალური პროკურორი?  საპროკურორო საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. ამ წუთებში თავისი ხედვები კომისიას უნდა წარუდგინოს  დარეჯან ბუცხრიკიძემ. მანამდე კი საბჭოს წევრებმა ლალი ბუნტურს მოუსმინეს.  იგი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია “საქართველომ’’  წარადგინა. ის 2000 წლიდან საადვოკატო საქმიანობას ეწევა სხვადასხვა ორგანიზაციაში. კანდიდატმა თავის გამოსვლაში იმ მოტივაციაზე ისაუბრა, რის გამოც გადაწყვიტა პროკურორობა.

მისი თქმით, ეს სახელმწიფო ინსტიტუტი არ არის სათანადოდ ქმედითი და დამოუკიდებელი და სწორედ ამის მიღწევას შეეცდება არჩევის შემთხვევაშიგასაუბრების დროს კანდიდატმა განაცხადა, რომ არ მოსწონს პარტია გირჩის    მოწოდებები სამხედრო გაწვევისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ და გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში მათ ლიდერს დაიჭერდა.

ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ვაკანტური პოზიციის დაკავების სურვილი თერთმეტმა იურისტმა გამოთქვა, მათ შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი.

გასაუბრების პროცესის შემდეგ საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს და საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად  წარუდგენს.  გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი