“ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების განცხადებაზე გაკეთებულ შეფასებებს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს.
საკითხზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში, მათი განცხადებით, ფეხბურთელების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არის დაუშვებელი. ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.