პსჟ საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებულია - მონაკო 1:4 პსჟ
გუშინ საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი გაიმართა ლიონში, სადაც მონაკო და პარისენჟერმენი დაუპირისპირდა.
თამაშის 4-ე წუთზე დრაქსლერმა გახსნა ანგარიში. 27-ე წუთზე კი ლემარმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო ტაიმის მიწურულს დი მარიამ დააწინაურა პარიზელები და შესვენებაზე 1-2 გავიდნენ.
მეორე ტაიმში 54-ე და 90-ე წუთებზე ედინსონ კავანიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 1-4 დამთავრდა.
პარიზელები საფრანგეთის ლიგის თასის მფლობელები გახდნენ.