თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა

04 ივლისი 2024, 17:53 804 ნახვა

4 თვე საპარლამენტო არჩევნებამდე - „ქართული ოცნება“ საარჩევნო მზადებას იწყებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა. ბათუმის საარჩევნო შტაბს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს, ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბს ზაზა დიასამიძე, ხულოს საარჩევნო შტაბს ვახტანგ ბერიძე ჩაიბარებს, შუახევის საარჩევნო შტაბს ომარ ტაკიძე, ქედაში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამირან ცინცაძე იქნება, ქობულეთის შტაბს კი ლევან ზოიძე უხელმძღვანელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი