სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

03 ივლისი 2024, 14:18 336 ნახვა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფება და პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პარტნიორული ურთიერთობების სამომავლო განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელობაზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ერთობლივ ბრიფინგზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუდასტურეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება. პირველმა დიპლომატებმა პარტნიორული, სამეზობლო, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში