40 042 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფლებში მოსაცდელებისთვის. თანხა ბიუჯეტში ცვლილების შედეგად გამოიყო. 11 ახალი რკინაბეტონის მოსაცდელი სოფელ წყავროკაში, ჩაისუბანში, ალამბარში, ჭახათში, ხალაში, ქვედაში აჭყვასა და გვარაში განთავსდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ემტეესისა და კარიერის დასახლების აგურის მოსაცდელებსაც.