2024 წლის გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

02 ივლისი 2024, 17:56 486 ნახვა

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.  გამოცდებამდე ერთი დღით ადრე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2024 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელთა უზრუნველყოფაც გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფში ჩართულ თითოეულ მხარეს ევალება. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ საგამოცდო სამზადისს. 

გამოცდების სრულყოფილად ჩასატარებლად ყველა საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია. 2024 წელს საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.  ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე  ხვალიდან მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი